Anti-Aliasing

ალბათ ყველამ იცით რომ ეკრანზე გამოსახულების გამოტანა ხდება პატარა კუბიკების, ე.წ. პიქსელების მეშვეობით, რომლებშიც გამოსახულების სრული სურათი პატარა, ოთხკუთხედ ნაწილაკებად იფანტება. ობიექტების კომპლექსური და რთული ფორმების გამო ხშირად იქმნება უხეში, „საფეხურების მსგავსი“ გამოსახულება, რომელიც თვალისთვის ცუდი აღსაქმელია და სწორედ ამისათვის არსებობს ვიზუალური ხრიკი Anti-Aliasing-ი.

Anti-Aliasing რეალურ დროში ობიექტის გარშემო, შეფერილობით და ზომით განსხვავებულ დამატებით პიქსელებს ქმნის, რომელიც გამოსახულებას უფრო რბილს და თვალისთვის სასიამოვნოს ხდის.

Anti-Aliasing

After Effects-ში სხვა პროგრამებისგან განსხვავებით (Photoshop, Illustrator და ა.შ.) Anti-Aliasing მოძრავ კადრებზე (ვიდეოკარდრებზე) რეალურ დროში ხორციელდება რაც საკმაოდ ხშირად ხდება თავის ტკივილი და დიდი პრობლემა, განსაკუთრებით მათთვის ვინც “ინფოგრაფიკებზე” ან Head-up display (HUD) ელემენტებზე მუშაობენ, რადგან ასეთ დროს უმეტესწილად ხდება Illustrator-ში მომზადებული ფაილების შემოტანა სადაც Anti-Aliasing ყველაზე ნაკლები სადარდებელია. პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია Illustrator-ში მუშაობისას გამოიყენოთ Snap to Pixel და Pixel Preview და მაქსიმალური სიზუსტით შექმნათ სასურველი ობიექტები.

1px Line Anti-Aliasing

ასევე პრობლემატურია 1px-ის ზომის მონაკვეთების და მინიმალისტური, მკრთალი შრიფტების After Effects-ში გამოყენება, ამიტომ ყოველთვის სასურველია თქვენი ობიექტების ზომა 2px ან მეტი იყოს, რომ მოძრაობისას შეინარჩუნოთ სასურველი ფერი და ფორმა. ხოლო მაშინ, როდესაც ზომის შეცვლა პრობლემას წარმოადგენს გამოსავალი ანიმაციის აჩქარება ან Motion blur-ის გამოყენება იქნება.

Antialiasing with Text

დღესდღეობით Anti-Aliasing-ის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა აპლიკაციების მიერ, მაგრამ მოქმედების პრინციპი ყველგან ერთი და იგივეა.

  • FSAA (Full Screen AA)
  • SSAA (Super Sampling AA)
  • MSAA (Multi Sampling AA)
  • EQAA (Enhanced Quality AA)
  • CSAA (Coverage Sample AA)
  • MLAA (Morphological AA)
  • FXAA (Fast Aproximate AA)
  • TXAA (Temporal AA)

კიდევ ერთხელ მოკლედ რომ ავხსნათ მისი დანიშნულება აუცილებელია დავაკვირდეთ ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ იდეალურ ხაზს რომლის გამოსახულებაც იდეალურია ეკრანზე, მაგრამ როგორც კი მათ დახრას მივცემთ აუცილებლად დავინახავთ უხეშ ზედაპირს – ე.წ. „საფეხურებს“. სწორედ ამ საფეხურების დამატებითი პიქსელებით შევსებას და თვალისთვის უფრო სასიამოვნო გამოსახულების შექმნას წარმოადგენს Anti-Aliasing.

Hotizontal Line Anti-Aliasing