არშემდგარი საზოგადოება

postistvisსაქართველოში საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. ჯერ იმაზეც ვერ შევთანხმებულვართ შუქნიშანზე რომელ ფერზე როგორ მოვიქცეთ, მაგრამ დღესდღეობით მთავარი პრობლემა გამომწვევი მიზეზი უფროა ვიდრე ამ ყველაფრის შედეგი. იმასაც ვერ ვიტყვით რომ ქვეყანაში არ არსებობს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გულგრილად არ უყურებს ამ ყველაფერს და პროტესტის გრძნობა არ უჩნდება, პირიქით, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში უამრავი სტატუსი ჩნდება სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბულვარში მოსეირნე მაღალჩინოსნების ჯიპებს, ქუჩაში ნაგვის დაყრას, ხეების გაჩეხვას, უკულტურო ქცევას, მოუწესრიგებელ სამთავრობო განაგრძე კითხვა →

4 სექტემბერი

fooდღეს ჩემი დაბადების დღეა. ყველას განსხვავებული გრძნობა და სურვილი აქვს ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა განსხვავებულად ხვდება და ყველას განსხვავებულად უნდა რომ შეხვდეს, მაგრამ მე არასდროს არ მქონია სურვილი განსაკუთრებული პომპეზურობით აღმენიშნა ეს დღე, ალბათ იმიტომ რომ ხალხმრავლობა არ მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ ჩემი ემოციები, მოკლე, მეგობრულ წრეში გავიზიარო. წელს კი ისე მოხდა რომ დღევანდელი დღე, ერთ ჩვეულებრივ, სამუშაო დღეს დაემსგავსა. მიზეზი დროის უკმარისობაცაა, დილის 10 საათიდან ღამის 11 საათამდე მომიწია სამსახურში ყოფნა, მაგრამ რეალური მიზეზი ალბათ უფრო ჩემი სურვილი და განწყობა იყო. განაგრძე კითხვა →

პერსონალური მარათონი

tavelდღეს დასვენების დღე მაქვს, როგორც იქნა გამოვნახე საკმარისი თავისუფალი დრო, დავჯდე და გემრიელად მოგიყვეთ ჩემი „პატარა მოგზაურობის“ შესახებ. ზოგადად ფეხით სიარული ძალიან მიყვარს და ვცდილობ ყოველდღიურად გარკვეული მანძილი რომელსაც ჩვეულებრივ საკუთარი ან საზოგადოებროვი ტრანსპორტით გავდივართ, ფეხით გავიარო (სამსახურიდან სახლამდე, სახლიდან მეგობრის სახლამდე, მეგობრის სახლიდან მეორე მეგობრის სახლამდე და ა.შ.). დიდიხანია სურვილი მქონდა მასშტაბები გამეზარდა და უფრო დიდ მანძილზე წავსულიყავი ფეხით „სამოგზაუროდ“.  4 დღის უკან ფრთები შევასხი ჩემს სურვილს და გადავწყვიტე თბილისიდან სოფელ ბულაჩაურამდე ფეხით წავსულიყავი. განაგრძე კითხვა →