გაკვეთილის მთავარი თემა იქნება HUD (Head-up display) ელემენტების მომზადება რომლის ფარგლებშიც გავაკეთებთ სამხედრო რადარის ფუტირსტულ ვერსიას. გაკვეთილის პროცესში გავივლით ბევრ საინტერესო დეტალს, რომელიც მომავალში ძალიან მოგვეხმარება After Effects-ში მუშაობისას. გამოვიყენებთ Expression-ებს და ასევე Shape-ებს სხვადასხვა ფორმების შესაქმნელად. გაკვეთილისთვის საჭირო ყველა ფაილის ჩამოტვირთვა და მათ შორის პროექტის ჩამოტვირთვაც შეგიძლია ქვემოთ მოცემული ლინკებიდან.